—

ზაალ უდუმაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე - მეორედ მოსვლა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

10
ზაალ უდუმაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე - მეორედ მოსვლა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს
მოსასმენად დააჭირეთ

“მეორედ მოსვლა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს”, - ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე წარდგენას.

“მეორედ მოსვლა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს”, - ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე წარდგენას.

უდუმაშვილის თქმით, მთავრობაში ცვლილებები არსებულ რეალობას ვერ შეცვლის.

“ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა პრემიერობაზე მხოლოდ იმის მაშინებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ბრძანებების უპირობო შემსრულებელი დაეყენებინა სათავეში. ის, რაც ვერ ან არ გააკეთა ყოფილმა პრემიერმა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ნიკა მელიას დაპატიმრებას, ახლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს გააკეთოს ღარიბაშვილის ხელით, მაგრამ ვერანაირი ცვლილებები მთავრობაში, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. ის, რომ “ქართულ ოცნებაში” რღვევის პროცესია დაწყებული და მართლა ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი, ეს არის ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →