—

დავით ზილფიმიანი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რაც შეიძლება სწრაფად წარადგინოს მთავრობის ახალი მეთაური

35
დავით ზილფიმიანი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რაც შეიძლება სწრაფად წარადგინოს მთავრობის ახალი მეთაური
მოსასმენად დააჭირეთ

მოვუწოდებ უმრავლესობას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სრულად ის ორკვირიანი ვადა და რაც შეიძლება სწრაფად წარუდგინეთ პარლამენტს მთავრობის ახალი მეთაური, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით…

მოვუწოდებ უმრავლესობას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სრულად ის ორკვირიანი ვადა და რაც შეიძლება სწრაფად წარუდგინეთ პარლამენტს მთავრობის ახალი მეთაური, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

„9 წელია გასული ხელისუფლების შეცვლიდან და ისევ ვხედავთ დაპირისპირებასა და პოლარიზაციას. ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და ვხელმძღვანელობდით იმით, რომ ქვეყანაში უფრო მეტად შენარჩუნებულიყო სტაბილურობა და გამქრალიყო ურთიერთდაპირისპირების ხიფათი. ჩვენ ყოველთვის ჰუმანურ ფარგლებში ვრჩებით, მაგრამ ვერც იმას ავარიდებთ თვალს, რაც ქვეყანაში ხდება და ვინ ხელმძღვანელობს ამ არეულობას. გუშინ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ ისინი ერთად მოქმედებენ და მასთან მიმდინარეობს ყველა გეგმის შეთანხმება. ის საქართველოს მოქალაქეც კი არაა. მე მივიღებ რჩევებსა თუ შენიშვნებს უცხოეთში მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისგან, მაგრამ ეს ფაქტი, რომ ის ხელმძღვანელობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ჩემთვის მიუღებელია. რამდენად შესაძლებელია ეს სხვა ქვეყნებში კანონმდებლობის კუთხით? პრემიერი გადადგა და ისინი გამარჯვებას ზეიმობენ - ეს ხომ მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამძაფრებს? მოვუწოდებ უმრავლესობას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სრულად ის ორკვირიანი ვადა და რაც შეიძლება სწრაფად წარუდგინეთ პარლამენტს მთავრობის ახალი მეთაური“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიდურდანა ხუდიევა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →