—

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი - სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

138
ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი - სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას
მოსასმენად დააჭირეთ

სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლოს…

სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველივე წუთებიდან იკვეთებოდა, რომ სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება ჰქონდა გადაწყვეტილი.

„დღეს ნიკა მელიასთან მიმართებით კი არ გამოიტანეს გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად საფრთხე შეუქმნეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ძალიან მინდოდა, რომ ჩემი მოლოდინი სასამართლოსთან მიმართებაში არ ყოფილიყო ასეთი, თუმცა გამართლდა.

ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სასამართლოში ძალიან მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა პოზიციები, წარგვედგინა ყველა ის სამართლებრივი არგუმენტი და საზოგადოებისთვის გაგვეხადა ნათელი, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, სასამართლო პირველივე წუთებიდან მოსული იყო იმ განწყობით, რომ მათ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ. ამაზე მეტყველებდა სპეცრაზმის მობილიზება ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →