—

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

10
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
მოსასმენად დააჭირეთ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული 14 წლის გოგონას ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებულ ძალადობასა…

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული 14 წლის გოგონას ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებულ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 75 წლის მამაკაცისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას.

ბრალდების მხარე პატიმრობას მიმალვის, მტკიცებილებების მოპოვებაში ხელშეშლის და მოწმეებზე ზემოქმედების მოტივით მოითხოვა.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.

ადვოკატის განმარტებით, დაკავებული ბრალდების მხოლოდ ერთ ეპიზოდს აღიარებს, რომელიც ჩადენილია დეკემბერში. ამასთან, ადვოკატმა მოითხოვა სასამართლოს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეთვალისწინებინა.

„სტენდი აქვს გულზე რამდენიმე, გუშინ გახდა შეუძლოდ და საავადმყოფოში გახდა საჭირო გადაყვანა. ავად არის, შრომის უუნაროა და უსამართლოა მის მიმართ მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება. არ არსებობს მიმალვის საფრთხე. ის თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – აცხადებს ადვოკატი.

წინა სასამართლო სხდომა 6 აპრილს 14:00 საათზე ჩაინიშნა. ამავე დღეს არის ნინის საქმეზე დაკავებული 23 წლის მამაკაცის პროცესიც, რომლსაც გამოძიება არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →