—

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა

9
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა
მოსასმენად დააჭირეთ

ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.

ინფორმაციით, BMW- ს მარკის ავტომობილის მძღოლს მანქანა მოუცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლმა მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, რის გამოც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში მოათავსა. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 276- ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →