—

რუსთავში, 19 წლის ბიჭი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

7
რუსთავში, 19 წლის ბიჭი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში, 19 წლის ბიჭი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით მამაკაცმა ინტოქსიკაცია ამ დროისთვის დაუდგენელი ნივთიერებით მიიღო.

ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს, მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, ის მკურნალობას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტი დაუზუსტებელ კომაში იმყოფება და მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

"19 წლის მამაკაცი შემოიყვანეს დაუზუსტებელი კომითა და სუნთქვის უკმარისობით. შემოსვლისას, რა თქმა უნდა, იყო საყურადღებო და პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში", - აცხადებს კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი თეა გელაშვილი.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →