—

აჭარის მთავრობის სახლთან სოციალური მოთხოვნებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

7
აჭარის მთავრობის სახლთან სოციალური მოთხოვნებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იპოთეკით, Ჰესებისა და ავტობანის მშენებლობებით დაზარალებულები არიან და კონპენსაციებს ითხოვენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი კი ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებია. ისინი გარანტიებს ითხოვენ, რომ ბინებით დააკმაყოფილებენ. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლში შეხვედრაზე შევიდნენ, თუმცა მალევე დატოვეს. განაცხადეს, რომ შეხვედრას თორნიკე რიჟვაძე არ ესწრებოდა.

აქციის ორგანიზატორი თამაზ ბაკურიძეა, რომელმაც ერთი კვირის წინ კარვების გაშლა და ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა. როგორც დღეს განმარტა, ამინდმა ხელი შეუშალა, ამიტომ მთავრობას პრობლემების გადასაჭრელად დამატებით ათდღიან ვადას აძლევს.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →