—

ამირან გამყრელიძე - „კომენდანტის საათის“ მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება

6
ამირან გამყრელიძე - „კომენდანტის საათის“ მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

„კომენდანტის საათის“ მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის…

„კომენდანტის საათის“ მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდირებული.

„კომენდანტის საათის“ მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება. როდესაც მთლიანად მთელ ქვეყანაში მაჩვენებლები - შვიდდღიანი ინციდენტობა, 14 დღიანი ინციდენტობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობის მაჩვენებელი, სასუნთქ აპარატზე ადამიანების რაოდენობა იქნება ისეთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ. ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდირებული, ეს უნდა მოხდეს თანდათანობით, დღეს ძალიან დიდი შეზღუდვა მოიხსნა, რაც მობილობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ათი დღე, ორი კვირა უნდა დავუკვირდეთ მდგომარეობას და შემდეგ უკვე შემდეგ შემსუბუქებაზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →