—

ნათია თურნავა: ვმუშაობთ განახლებულ პროტოკოლებზე, რომ შემდგომ ეტაპზე შიდა სივრცეების გახსნაზე ვიფიქროთ

8
ნათია თურნავა: ვმუშაობთ განახლებულ პროტოკოლებზე, რომ შემდგომ ეტაპზე შიდა სივრცეების გახსნაზე ვიფიქროთ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან. თვითონ სარესტორნე ბიზნესიც ჩართულია ამ მუშაობაში. საუბარია განახლებულ პროტოკოლებსა და წესებზე, რაზეც შევჯერდებით და შეამზადებს სარესტორნე…

ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან. თვითონ სარესტორნე ბიზნესიც ჩართულია ამ მუშაობაში. საუბარია განახლებულ პროტოკოლებსა და წესებზე, რაზეც შევჯერდებით და შეამზადებს სარესტორნე ბიზნესს იმისთვის, რომ შემდგომ ეტაპზე შიდა სივრცეების გახსნაზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამას მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდება.

„ვიმსჯელებთ, თუ რამდენად ვართ მზად შიდა სივრცეების გასასახსნელად და საბჭოს წარვუდგინოთ ერთობლივი წინადადებები. გარდა ამისა, გვექნება საშუალება ვისაუბროთ ღია სივრცეების გახსნის პირველ ეტაპზე. რა დაგვანახა და რა პრობლემებია გადასაწყვეტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →