—

ნათია თურნავამ განმარტა, იგეგმება თუ არა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება

8
ნათია თურნავამ განმარტა, იგეგმება თუ არა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განმარტა, იგეგმება თუ არა საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება. ამ თემაზე ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განმარტა, იგეგმება თუ არა საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება. ამ თემაზე ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ნოემბერში დაწესებულმა ამ წერტილოვანმა შეზღუდვამ მისცა მთავრობას ეკონომიკური საქმიანობების გახსნის საშუალება.

„სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე. იმიტომ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, რადგან არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობაზე არ არის“, - განცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტული ჯერ კიდევ დახურული სფეროების გახსნაა, მაგალითად საბავშვო ბაღების, სპორტული დარბაზების გახსნა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა.

„ღამის საათების შეზღუდვას სავარაუდოდ უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ. ნუ ვიჩქარებთ, იმიტომ, რომ შეიძლება, ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შემდეგ პრობლემა შექმნას და გვაიძულოს რაღაც უკან გამოვითხოვოთ, რაც ძალიან არ გვინდა“, - აღნიშნა თურნავამ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →