—

ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციის ერთიანობა ბუნებაში არ არსებობს, ოპოზიცია ერთიანია ერთ კონკრეტულ საკითხზე, ეს არის ბოიკოტის რეჟიმი

21
ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციის ერთიანობა ბუნებაში არ არსებობს, ოპოზიცია ერთიანია ერთ კონკრეტულ საკითხზე, ეს არის ბოიკოტის რეჟიმი
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციის ერთიანობა ბუნებაში არ არსებობს, ოპოზიცია არის ერთიანი ერთ კონკრეტულ საკითხზე, ეს არის ბოიკოტის რეჟიმი, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას…

ოპოზიციის ერთიანობა ბუნებაში არ არსებობს, ოპოზიცია არის ერთიანი ერთ კონკრეტულ საკითხზე, ეს არის ბოიკოტის რეჟიმი, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას შეუშლის თუ არა „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესები ოპოზიციის ერთობას ხელს.

მისი თქმით, ნორმალური, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პარტიაში გადახალისებები ხდებოდეს.

„ოპოზიციის ერთიანობა – ზოგადად ეგეთი ბუნებაში არ არსებობს. ოპოზიცია არის ერთიანი ერთ კონკრეტულ საკითხზე, ეგ არის ბოიკოტის რეჟიმი. ერთიანი იყო მანამდე რაღაც საკითხებთან მიმართებაში. ცდილობდა რომ რაღაც ერთიანი ყოფილიყო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, მაგრამ არ გამოვიდა. არის მხოლოდ რაღაც საკონსულტაციო ფორმატი, სადაც ოპოზიციური პარტიები მონაწილეობენ.

ის, რაც „ევროპულ საქართველოში“ ხდება, ალბათ, ბუნებრივი პროცესია და მგონი, არ არის ერთადერთი პარტია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, ჯამში მაინც უკმაყოფილო არის არჩევნების შედეგების. ნორმალური ამბავია, რომ როდესაც შედეგებით ხარ უკმაყოფილო პარტიაში, იმ პარტიაში რაღაც გადახალისებები ხდებოდეს, დანარჩენი მათი შიდა საქმეა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →