—

ვაგზლის მოედანზე, მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

4
ვაგზლის მოედანზე, მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს
მოსასმენად დააჭირეთ

ვაგზლის მოედანზე, მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა, „ლეიბორისტული პარტიის" წევრ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად აქცია გამართეს.

ვაგზლის მოედანზე, მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა, „ლეიბორისტული პარტიის" წევრ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მიწისქვეშა გადასასვლელში მოვაჭრეებისათვის იჯარის გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ. მათ დახმარებისათვის თბილისის მერიას და თბილისის მერ კახა კალაძეს მიმართეს.

„მოიჯარეს მერიისაგან აქვს აღებული ეს ტერიტორია, 3 ლარიდან დავიწყეთ, შემდეგ გაგვიხადეს 6 ლარი, 8 ლარი, 10 ლარი და ახლა კიდევ 2 ლარით გვიძვირებენ გადასახადს. ფიზიკურად შეუძლებელია ამ თანხის გადახდა, მივმართეთ მოიჯარეს, მაგრამ მან უარი გვითხრა. მინდა მივმართო თხოვნით მერიას, როგორმე ხალხსაც მიაქციეთ ყურადღება, რომ იბარებთ სხდომებზე ბიზნესმენებს, ზოგჯერ ჩვენც შეგვეკითხეთ რა გვიჭირს”, - აღნიშნა მოვაჭრე მზია ლებანიძემ.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მერიამ, რომელიც არის ამ მიწისქვეშა გადასასვლელის მეპატრონე, უნდა უზრუნველყოს, რომ ამ ადამიანებს გადასახადი არ გაეზარდოს.

„მოვითხოვთ კახა კალაძისაგან უზრუნველყოს წვრილი მოვაჭრეების მხარდაჭერა და მათი გაკოტრების ნაცვლად უზრუნველყოს, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი ოჯახების რჩენა. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რადგანაც მერია გახლავთ მიწისქვეშა გადასასვლელის მეპატრონე, როგორც უნდა ისე მოაგვაროს ურთიერთობა იმ კომპანიასთან, რომელიც არის შუამავალი რგოლი ამ ადამიანებსა და მერიას შორის“, - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →