—

გიგა ბოკერია - ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ ეკუთვნის, ეს პოლიტიკური დევნაა, თუმცა არსად გაქცევას არ აპირებს

73
გიგა ბოკერია - ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ ეკუთვნის, ეს პოლიტიკური დევნაა, თუმცა არსად გაქცევას არ აპირებს
მოსასმენად დააჭირეთ

ნიკა მელიასთან მიმართებით უამრავი კანონი დაირღვა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის მთლიანად პოლიტიკური სამარცხვინოდ შეკერილი საქმე, როგორც ყველა სხვა საქმე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა…

ნიკა მელიასთან მიმართებით უამრავი კანონი დაირღვა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის მთლიანად პოლიტიკური სამარცხვინოდ შეკერილი საქმე, როგორც ყველა სხვა საქმე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ ეკუთვნის და მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხდება.

„ამოცანა არის, ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერზე, წნეხი, მისი განეიტრალება, ან ზოგადად, ყველას დაშინება. თავიდან ბოლომდე, ეს არის პოლიტიკური დაკვეთით გაკეთებული საქმე. რაც შეეხება გირაოს ასპექტს, სრული სისულელეა. მელია არსად გაქცევას არ აპირებს, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ეს მთლიანად მოგონილი ამბავია, თავი რომ დავანებოთ რამდენი პროცედურა დაირღვა ამ პირობებში. ასე რომ, ამ კონტექსტში საუბარი, თითქოს მელიამ რამე დაარღვია, არასერიოზულია. არ ეკუთვნის გირაოს გადახდა. ეს არის პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →