—

თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად ქვეყანამ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო

112
თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად ქვეყანამ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო
მოსასმენად დააჭირეთ

„ ფაიზერის “ ვაქცინის გასაკეთებლად ქვეყანამ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად ქვეყანამ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული შპრიცების გამოყენებაზე ტრენინგი ჩატარდა იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება.

„ვაქცინების შესყიდვის გარდა, სამინისტრო და დაავადებათა კონტროლი მუშაობს იმ ყველა სახარჯო მასალის შესყიდვაზე, რომელიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამისთვის. მივიღეთ 50 000 სპეციალური შპრიცი „ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად. ამ შპრიცის გამოყენების თაობაზე ტრენინგი უკვე ჩატარებულია იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათი განაწილება მოხდება. რა თქმა უნდა, დამატებითი მარაგების შევსებაც მოხდება ეტაპობრივად, იმის მიხედვით, თუ რომელ ვაქცინას მივიღებთ და რა ტიპის საინექციო შპრიცი იქნება გამოსაყენებელი კონკრეტული ვაქცინისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →