—

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე დროებითი სამშენებლო ღობე მოეწყობა

59
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე დროებითი სამშენებლო ღობე მოეწყობა
მოსასმენად დააჭირეთ

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე დროებითი სამშენებლო ღობე მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ღობე ტროტუარის ზედა ნაწილზე დამონტაჟდება.

„თქვენ იცით, რომ რუსთაველის მხარეს არის ორი ტროტუარი და ზედა ნაწილში მოგვიწევს ღობის განთავსება, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. სამუშაოები დაწყებულია და ღობის განთავსება განპირობებულია იმით, რომ უნდა დაიწყოს ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 34 მლნ ლარია და ის 2023 წელს დასრულდება.

„თქვენ იცით, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და თითოეულ დეტალს, თითოეულ ორნამენტს, იმ ღირებულ ნაწილს, რომელიც ამ სასახლეს გააჩნია განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. 2023 წელს უნდა დასრულდეს რეაბილიტაცია. სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდება როგორც ფასადზე, ისე ინტერიერში; მოეწყობა ახალი სახურავი; რესტავრირდება პარაპეტები, განხორციელდება სასახლის მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, კონსტრუქციული გამაგრება, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა ეზოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →