—

ზუგდიდში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

37
ზუგდიდში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა
მოსასმენად დააჭირეთ

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ხმაური სამოქალაქო აქტივისტების მიერ სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარედ ტროტუარის მოხატვის მცდელობას მოჰყვა.

აქტივისტებმა აქცია სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართეს, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს და "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს. მათ თან ბადრი ესებუას ფოტოები ჰქონდათ.

"ჩვენ დღეს დემონსტრაციულად დავარღვიეთ "კომენდანტის საათი" იმიტომ რომ ეს "კომენდანტის საათი" მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ეს არის შემაკავებელი ხალხის, რომელიც უბრალოდ შიმშილობს, ვერ ეგუება უსამართლობას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, ეს ფორმები იქნება რადიკალური. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იყოს კანონის დაცვით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა არღვევს ყველანაირ კანონს", - განაცხდა ირაკლი კვარაცხელიამ.

სამოქალაქო აქტივისტები ამ დროისთვის საპროტესტო კარავში იმყოფებიან. ისინი ჯერჯერობით "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის არ დაუჯარიმებიათ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →