—

გიორგი გახარია - თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გლობალურ კონკურენციაში დაიკავოს ღირსეული ადგილი

25
გიორგი გახარია - თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გლობალურ კონკურენციაში დაიკავოს ღირსეული ადგილი
მოსასმენად დააჭირეთ

რაც შეეხება ეკონომიკურ აღდგენას, ძირითადი მიზანი არსებული შეზღუდვების შემსუბუქების გახლავთ ის, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს, უახლოეს პერიოდში დაიწყოს სრულფასოვანი ვაქცინაცია. აქაც რეგიონულ მართვას ექნება უაღრესად დიდი…

რაც შეეხება ეკონომიკურ აღდგენას, ძირითადი მიზანი არსებული შეზღუდვების შემსუბუქების გახლავთ ის, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს, უახლოეს პერიოდში დაიწყოს სრულფასოვანი ვაქცინაცია. აქაც რეგიონულ მართვას ექნება უაღრესად დიდი მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც ლოგისტიკური, ისე სხვა საკითხები ადგილზე სრულად უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფო რწმუნებულების მიერ.

„მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურად სხვადასხვა სახის ვაქცინა არსებობს. სხვადასხვა სახის ვაქცინას სჭირდება სხვადასხვა სახის ტემპერატურული რეჟიმი და კიდევ ბევრი სხვა კომპონენტი როგორც ლოგისტიკის, ასევე დროის მართვის და ა.შ. ეს ყველაფერი ადგილებზე სრულად უნდა კონტროლდებოდეს თქვენს მიერ. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით წელს, 2021 წელს როდესაც საქართველო, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნები, ისევე როგორც მსოფლიო გლობალური პანდემიის და მისგან გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის ემზადება ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ გლობალურ კონკურენციაში დაიკავოს ღირსეული ადგილი და გამოვიდეთ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული. აქ თქვენს მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა,“- მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →