—

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

106
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და პერიმეტრზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებას…

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და პერიმეტრზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი.

ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, მის ძმას დაკავებისას დროს ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს. „,რატომ დააკავეს არ ვიცი, დაიჭირეს და ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს, არაფერი არ ჰქონია. მე დავინახე, რომ ჩაუდეს, უბრალოდ გადაღებული არ მქონდა. ფული, რომელიც ამოიღეს, დედაჩემის ოპერაციის ფულია, 4000 ლარი გვჭირდებოდა ხვალისთვის“, - აღნიშნა ადგილობრივმა.

ამასთან, შსს-ში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიზნით ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს დროში გამოაქვეყნებს. ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიზნით მიმდინარეობს სპეცოპერაცია"- აცხადებენ შსს-ში.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →