—

თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად

12
თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად
მოსასმენად დააჭირეთ

„ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად.

„ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება.

„ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა“, - განაცხადა გაბუნიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →