—

ეკატერინე დგებუაძე: ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო განახლებული რეკომენდაციები

6
ეკატერინე დგებუაძე: ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო განახლებული რეკომენდაციები
მოსასმენად დააჭირეთ

ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო განახლებული რეკომენდაციები, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სკოლას ევალება მშობელთან კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება.

„როგორც უკვე ცნობილია, 15 თებერვლიდან დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო განახლებული რეკომენდაციები. მშობლების საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ სკოლას ევალება მშობელთან კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება. ამასთან დაკავშირებით, თქვენ უნდა მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ უმკლავდება სკოლა პანდემიის პერიოდში გამოწვევებს, ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ სასწავლო პროცესის დაორგანიზებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოებასა და სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →