—

დეპუტატ მაია მენაღარიშვილის განცხადებით, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება

78
დეპუტატ მაია მენაღარიშვილის განცხადებით, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება
მოსასმენად დააჭირეთ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მაია მენაღარიშვილის განცხადებით, როგორც მას აქვს ინფორმაცია, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება.

„როგორც ვიცი, იგეგმება“,- განაცხადა მენაღარიშვილმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე.

ამასთან, თეა წულუკიანი პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხზე გამართული პარლამენტის სხდომისას გასული წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიღებულია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პროცესი დამოკიდებულია სამართლებრივ პროცედურებზე. გახარიას თქმით, ის ფიქრობს, რომ ეს პროცესი თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →