—

თენგიზ ცერცვაძე - დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და ვაქცინაცია დავიწყოთ, არანაირი ხინჯი არ იქნება - შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში

7
თენგიზ ცერცვაძე - დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და ვაქცინაცია დავიწყოთ, არანაირი ხინჯი არ იქნება - შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში
მოსასმენად დააჭირეთ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 რეგიონშია, 7 თბილისში და მათ შორის, ერთი ინფექციური საავადმყოფოა, სადაც…

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 რეგიონშია, 7 თბილისში და მათ შორის, ერთი ინფექციური საავადმყოფოა, სადაც ვაქცინის შესანახად საჭირო - 80 გრადუსიანი 2 მაცივარია განთავსებული.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაცია დღესვე რომ დაიწყოს, პროცესში ხინჯი არ იქნება.

"ჩვენი კლინიკა კოვიდის მართვაში პირველივე დღიდან არის ჩართული, ის არის ფლაგმანი, აქვს ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით და უმაღლეს დონეზე. ჯერ არ მინახავს ვაქცინის კოლოფი რამხელაა, მაგრამ ძალიან ბევრი კოლოფის შენახვა იქნება შესაძლებელი როგორც ჩვენი ცენტრის მაცივრებში, ასევე ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ შევინახავთ მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც ჩვენ დაგვჭირდება და ძირითადი მასა ლუგარში იქნება შენახული. რაც შეეხება ექიმებს, იმდენჯერ არიან გადამზადებული და ტრენირებული, ისე კარგად ფლობენ როგორც ვაქცინაციის პროცესს, ასევე ყველა შესაძლო გართულების მართვას, რომ დღესვე რომ შემოიტანოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია არანაირი ხინჯი არ იქნება. ის გართულებები, რაც „ფაიზერს“ ახასიათებს, ალერგიული, მძიმე ალერგიული, რასაც ანაფილაქცია ჰქვია, ამის მართვის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს. 20 წელზე მეტია დირექტორი ვარ, გართულების შემთხვევები იყო, მაგრამ ერთი ლეტალური შემთხვევაც არ ყოფილა. უნდა ნახოთ, როგორი დონის სათავსოებია გამზადებული ვაქცინაციისთვის. მინახავს უცხოეთში, ტელევიზიითაც, იმ სეგმენტში, რომელიც ეხებოდა ჰეპატიტს, შიდსს და ახლა ეხება კოვიდს, არაფრით ჩვენი კლინკები არ ჩამორჩება უცხოეთის კლინიკებს, თუ არ უსწრებენ. ნახეთ როგორი სივრცეებია გამოყოფილი ვაქცინაციისთვის, იმ ხალხისთვის ვინც ელოდება და ვინც გაიკეთებს და ნახევარი საათი უნდა ელოდოს გართულება ექნება თუ არა. ერთი კორპუსი უკვე არის გამზადებული და კიდევ ერთი ასეთივე კორპუსი არის რეზერვში", - განაცხადა ცერცვაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →