—

მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას მწყობრი პოზიცია არ აქვს და ამიტომ უაზრო და გაუაზრებელ შეფასებებს ვისმენთ

7
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას  მწყობრი პოზიცია არ აქვს და ამიტომ უაზრო და გაუაზრებელ შეფასებებს ვისმენთ
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციას მწყობრი პოზიცია არ აქვს და ამიტომ უაზრო და გაუაზრებელ შეფასებებს ვისმენთ, - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს“ ერთ- ერთი ლიდერის, გიგი…

ოპოზიციას მწყობრი პოზიცია არ აქვს და ამიტომ უაზრო და გაუაზრებელ შეფასებებს ვისმენთ, - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს“ ერთ- ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პოზიციას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნების შესახებ.

როგორც სარჯველაძე განმარტავს, მათ უბრალოდ „სპორტული ინტერესი“ აქვთ და ამიტომაც ისმის მსგავსი კრიტიკა ამ საკითხზე.

„გადაწყვეტილება იყო სწორი იმის გათვალისწინებით, როგორიც იყო პოლიტიკური მოცემულობა. ხოლო მსგავსი ტიპის აბსოლუტურად უსაგნო და უაზრო შეფასებებს არავითარი საფუძველი არ აქვს. ეს არის ვითარება, როცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, მარტო იმიტომ, რომ სპორტული ინტერესი აქვთ პოლიტიკოსებს, შესაბამისად, კომენტარი არის ხოლმე კრიტიკული. არ აქვს უბრალოდ მწყობრი პოზიცია ოპოზიციას დღეს და ამიტომ ვიღებთ ასეთ უაზრო და გაუაზრებელ შეფასებებს,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →