—

ამირან გამყრელიძე - ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნით ერთი თვის შემდეგ დავუბრუნდებით დაახლოებით იმავე მაჩვენებლებს, რაც გვქონდა ოქტომბერ-დეკემბერში

8
ამირან გამყრელიძე - ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნით ერთი თვის შემდეგ დავუბრუნდებით დაახლოებით იმავე მაჩვენებლებს, რაც გვქონდა ოქტომბერ-დეკემბერში
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებს.

გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს.

„დღეს ქვეყანაში ერთბაშად ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით დაახლოებით იმავე მაჩვენებლებს, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში. ძალიან მძიმე ტალღა გამოვიარეთ და არ გვინდა, ის ტალღა გადავიტანოთ. ქართველებს კარგი გამონათქვამი გვაქვს – სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ფრთხილად უნდა ვიაროთ. ყველა მომხრეა, რომ შეზღუდვები არ იყოს, ან იყოს ძალიან ნაკლები, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს თანდათან და იყოს დაკვირვება და ეპიდსიტუაციაზე მონიტორინგი. ყველა შეზღუდვა უნდა მოხდეს მონიტორინგის საფუძველზე. ამაზე ბევრი მსჯელობა მიმდინარეობდა საკოორდინაციო საბჭოზე. მოგეხსენებათ, რესტორნებში, გარდა შეკრებისა, სხვა რისკიცაა. როდესაც მივირთმევთ ალკოჰოლს, მერე შესაძლებელია ბევრი ახლო კონტაქტი იყოს, აღარ მოვყვები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რესტორნებიც გაიხსნება, სხვა ბიზნესიც გაიხსნება, გარკვეული რიგითობით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →