—

ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი პირველი მოსმენით იმსჯელებს

22
ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი პირველი მოსმენით იმსჯელებს
მოსასმენად დააჭირეთ

რვა ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის ახლებურად განსაზღვრასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ..

სარჯველაძე აცხადებს, რომ შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს.

„მნიშვნელოვანი კანონპროექტია ნამდვილად. ზოგადად, იმ გლობალური თემაში, რასაც ჰქვია დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა, ეს ერთ-ერთი იდენტიფიცირებული საკითხია, რომელზეც შესაძლებელია და მზად ვართ, რომ გაუმჯობესებული კანონი შევთავაზოთ, საქართველოს კანონმდებლობაში, ასე ვთქვათ, გაუმჯობესება განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თუკი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულია განსხვავებული მიდგომა მცირე დოზის ნარკოტიკული საშუალებებით ჩადენილ დანაშაულთან და დიდი ოდენობით ჩადენილ დანაშაულთან, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში ამ დრომდე კანონმდებლობა საერთოდ არ ადგენდა მცირე დოზას და შესაბამისად, მცირე ოდენობის არარსებობის პირობებში ყველა ერთგვაროვნად ხდებოდა დიდი ოდენობით დადგენილი ნარკოდანაშაულისთვის დადგენილი პასუხისმგებლობისთვის სუბიექტი. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ დაბალანსებული და სამართლიანი სასჯელებით იქნას პასუხისმგებლობა გათვალისწინებული, ერთი მხრივ მცირე ოდენობით ჩადენილი ნარკოდანაშაულის შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით დანაშაულის ჩადენას. ეს არის სამართლიანი და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და იმედი მაქვს, მომავალშიც შეგვეძლება, ვისაუბროთ ნარკოპოლიტიკის გაუმჯობესებაზე, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →