—

თამარ გაბუნია - დადებითობის მაჩვენებელი თბილისსა და ქუთაისში თუ ჩამოსცდება ოთხ პროცენტს და ერთი კვირა იქნება სტაბილურად, ვიმსჯელებთ გარკვეულ შემსუბუქებაზე

30
თამარ გაბუნია - დადებითობის მაჩვენებელი თბილისსა და ქუთაისში თუ ჩამოსცდება ოთხ პროცენტს და ერთი კვირა იქნება სტაბილურად, ვიმსჯელებთ გარკვეულ შემსუბუქებაზე
მოსასმენად დააჭირეთ

დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ქვემოთ სტაბილურად უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ თბილისსა და ქუთაისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება ოთხ პროცენტს და ერთი კვირა იქნება სტაბილურად, იქნება იმის…

დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ქვემოთ სტაბილურად უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ თბილისსა და ქუთაისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება ოთხ პროცენტს და ერთი კვირა იქნება სტაბილურად, იქნება იმის საშუალება, რომ ვიმსჯელოთ გარკვეულ შემსუბუქებაზე, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ყველაზე კარგი მაჩვენებელი იყო აჭარაში და სწორედ ამიტომ მოხდა შეზღუდვების შემსუბუქება.

„რაც შეეხება დღეს განხორცილებულ შემსუბუქებას, რისკები ყოველთვის არის, რადგან მობილობა პირდაპირ უკავშირდება ინფექციის გავრცელების სტიმულირებას. ამ შემთხვევაში მთავარია, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ნიღაბი. კარგია, რომ ნიღბის მოხმარების მაჩვენებელი 70 პროცენტზე მაღალი გვაქვს, თუმცა იმისთვის, რომ შეზღუდვებისგან დავიცვათ თავი, 95 პროცენტი არის, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს. რაც მთავარია რიგ ქალაქებში გველევა საშუალება სკოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გააქტიურების. მთავარია, პირად დონეზე მოვახერხოთ ამ რეკომენდაციების დაცვა, რათა აღარ მოგვიხდეს თავიდან შეზღუდვების ეტაპზე დაბრუნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →