—

ნათია თურნავა - ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ ჩაივლის ბიზნესაქტივობების გახსნის პირველი პერიოდი, რაზეც დამოკიდებულია შემდგომი გახსნის გეგმა

5
ნათია თურნავა - ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ ჩაივლის ბიზნესაქტივობების გახსნის პირველი პერიოდი, რაზეც დამოკიდებულია შემდგომი გახსნის გეგმა
მოსასმენად დააჭირეთ

დღეიდან წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომი ეტაპი იწყება, მთელი საქართველოს მასშტაბით იხსნება მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები , პირველ რიგში, არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგ მოლები, მცირე და დიდი ქსელური…

დღეიდან წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომი ეტაპი იწყება, მთელი საქართველოს მასშტაბით იხსნება მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები, პირველ რიგში, არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგ მოლები, მცირე და დიდი ქსელური მაღაზიები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნათან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი დაბალია, სარესტორნო ინდუსტრია და კაფეები დღეიდან ღია სივრცეში გაიხსნებიან, ასევე მუშაობას განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა.

„ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, როგორ ჩაივლის ბიზნესაქტივობების გახსნის პირველი პერიოდი, რაზეც დამოკიდებულია, თუ რა წარმატებით წავა შემდგომი გახსნის გეგმა. როგორც იცით, რიგში დგანან ბაზრობები, რომლებიც მალე გაიხსნება. ასევე დანარჩენ დიდ ქალაქებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სარესტორნო ინდუსტრია ელოდება გახსნას. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესაქტივობის გახსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საგულისხმოა, რომ დღეიდან გაიხსნა საერთაშორისო რეგულარული ფრენებიც.

„შემსუბუქდა შემოყვანის რეჟიმი და როგორც იცით, შეზღუდვის გარეშე ვმასპინძლობთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს, ვისაც ვაქცინაციის ცნობა ექნება, ხოლო საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებს პისიარ ტესტით და მესამე დღეს ტესტირების ვალდებულებით შეეძლებათ შემოსვლა, რაც გვაძლევს საშუალებას, თანდათან მეტი ტურისტული ნაკადი მივიღოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →