—

გიორგი გახარია - კარგად მესმის, რას ნიშნავს შეზღუდვები თითოეული ოჯახისთვის, კომპანიისთვის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბალანსის დაცვით, ეკონომიკა მეტად გავხსნათ

9
გიორგი გახარია - კარგად მესმის, რას ნიშნავს შეზღუდვები თითოეული ოჯახისთვის, კომპანიისთვის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბალანსის დაცვით, ეკონომიკა მეტად გავხსნათ
მოსასმენად დააჭირეთ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ…

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში მნიშვნელოვანია ტურიზმის და ეკონომიკის გამოცოცხლება.

„დღეს ჩვენმა ბავშვებმა დაიწყეს სკოლაში სიარული და კლასებში განათლების მიღება. მე დღეს გახლდით ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში, სადაც დასრულდა ახალი სკოლის მშენებლობა და ბავშვები წელს მივიდნენ ბავშვები ახალაშენებულ სკოლაში. სამწუხაროდ, ამ პანდემიის გამო, მათაც ჰქონდათ წყვეტა, თუმცა დღეს უკვე დაიწყეს სწავლა და ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ის შეზღუდვები, რომელიც დღეს საქართველოში, ზოგიერთ ქალაქში გვიწევს. კარგად მესმის, რას ნიშნავს ეს თითოეული ჩვენი ოჯახისთვის, ბიზნესისთვის, იმ თითოეული კომპანიისთვის, რომელიც დახურულია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ. ყველა კარგად ხედავთ, რომ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით შედეგები საკმაოდ კარგი გვაქვს, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად ვმართავთ ამ ვირუსს.

გარდა ამისა, იმერეთში, უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის და ეკონომიკის გამოცოცხლება და ვიყავით დასრულების ეტაპზე მყოფ სასტუმროში. პრომეთეს მღვიმის ინფრასტრუქტურას პირდაპირ უერთდება ეს პროექტი. ეს სასტუმრო და ტურისტული ინფრასტრუქტურა გაიხსნება მაისში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში პირველი ტურისტები გამოჩდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →