—

ამირან გამყრელიძე - ნებისმიერი შემსუბუქება ინფექციის შემთხვევების ზრდის რისკია, მაგრამ თუ დავიცავთ ყველა წესს, ზრდის დიდი რისკი არ გვექნება

8
ამირან გამყრელიძე - ნებისმიერი შემსუბუქება ინფექციის შემთხვევების ზრდის რისკია, მაგრამ თუ დავიცავთ ყველა წესს, ზრდის დიდი რისკი არ გვექნება
მოსასმენად დააჭირეთ

იანვრის განმავლობაში სტაბილიზაციის კარგი დინამიკა გვაქვს, ანუ დადებითობის პროცენტი ჩამოვიდა ქვევით. დღეს დილით გვქონდა 3,8 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა…

იანვრის განმავლობაში სტაბილიზაციის კარგი დინამიკა გვაქვს, ანუ დადებითობის პროცენტი ჩამოვიდა ქვევით. დღეს დილით გვქონდა 3,8 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოსახლეობა წესებს მაქსიმალურად დაიცავს, ინფექციის ზრდის რისკი არ იქნება.

განსაკუთრებით კარგი მდგომარეობაა აჭარაში, რაც ნიშანია იმისა, რომ სერიოზულად შემცირებულია ვირუსის ცირკულაციის ინტენსივობა და ეს უნდა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა ნებისმიერი შემსუბუქება და ლიბერალიზაცია არის რისკი ინფექციის შემთხვევების გაზრდის, მაგრამ ამის პარალელურად თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და რეკომენდაციას, პირველ რიგში პირბადის მასობრივად ტარება, დისტანცია, უარს ვიტყვით დიდ შეკრებებზე, მაშინ ზრდის დიდი რისკი არ გვექნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →