—

ნათია თურნავა - ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავოს ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების უსამართლო კრიტიკისა და დადანაშაულებისგან

7
ნათია თურნავა - ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავოს ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების უსამართლო კრიტიკისა და დადანაშაულებისგან
მოსასმენად დააჭირეთ

ძალიან ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოს ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების უსამართლო კრიტიკისა და დადანაშაულებისგან. მათ შორის, მათი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ დღეს გახსნაზე ვსაუბრობთ და არა დაკეტვაზე, - ამის შესახებ…

ძალიან ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოს ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების უსამართლო კრიტიკისა და დადანაშაულებისგან. მათ შორის, მათი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ დღეს გახსნაზე ვსაუბრობთ და არა დაკეტვაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ჯანდაცვის სექტორის მიმართ „ძალიან დამაფიქრებელი ტენდენციები ისმის“.

„ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის, ეპიდემიოლოგების და ექიმების მიმართ დამოკიდებულებას რაც შეეხება, ამ ბოლო დროს, ძალიან დამაფიქრებელი ტენდენციები ისმის. შეიძლება ეს იყოს გულწრფელი კრიტიკა ბიზნესიდან, რომელმაც შეიძლება არ იცოდეს ჩვენი გადაწყვეტილების მიღების ლოგიკა, თუმცა პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალიან ბევრი განცხადებაც გვესმის. სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ვინც არის არეულობის, ამბოხის მსურველი და ვისაც ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება არ სურს, უნდა, რომ დარტყმა მიიტანოს ჩვენს გმირებზე, მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებზე, ვის მხრებზეც გადაიარა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეპიდემიასთან ბრძოლამ. ეს არის ძალიან უსამართლო და ძალიან ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოს ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების ასეთი უსამართლო კრიტიკისა და დადანაშაულებისგან. მათ შორის, მათი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ დღეს გახსნაზე ვსაუბროობთ და არა დაკეტვაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →