—

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ქვემო ქართლის გუბერნატორს შეხვდა

7
აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ქვემო ქართლის გუბერნატორს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი შეხვდა ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილს.

InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.

ელჩი ასევე შეხვდა რაიონის მერებსა და მერის მოადგილეებს.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო, სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე.

შოთა რეხვიაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეგიონის განვითარების ეტაპებზე, არსებულ პოტენციალზე და ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე შეუქცევადი ინტეგრაციის პროცესზე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →