—

რუსთავში 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

5
რუსთავში 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

კოსტავას გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის კვეთაზე, გზაჯვარედინზე, ერთმანეთს "ჰიუნდაის", "ჰონდას", "ტოიოტას" და "ნისანის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

შეჯახების შემდეგ "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაზონის რკინის ჯებირი მოგლიჯა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, მათი გადაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხერხდა. ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტსოსაგზაო შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →