—

მაია ცქიტიშვილი - მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით პანდემიის მართვის პროცესში

8
მაია ცქიტიშვილი - მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით პანდემიის მართვის პროცესში
მოსასმენად დააჭირეთ

როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტებში ხდება მყიდველთა 40%-ის, პრაქტიკულად ნახევარზე ოდნავ ნაკლების კონცენტრაცია. სწორედ მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით პანდემიის…

როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტებში ხდება მყიდველთა 40%-ის, პრაქტიკულად ნახევარზე ოდნავ ნაკლების კონცენტრაცია. სწორედ მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით პანდემიის მართვის პროცესში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას განაპირობებს დაწესებული რეგულაციების დაცვა, მათ შორის, მაღაზიების მიერ ნაკადების მართვა, როგორც ეს მოხდა წინასაახალწლო პერიოდში.

“როდესაც ჩვენ ეტაპობრივ და ფრთხილ გახსნაზე ვსაუბრობთ, ვალდებული ვართ , გავითვალისწინოთ ყველა მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების და რა თქმა უნდა ბიზნესის უსაფრთხოებას. ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, მიეცეთ ოპერირების სრულფასოვანი საშუალება, თუმცა, ამასთან, გვესმის, რომ მომეტებულ აქტივობას და საფრთხეს, შესაძლოა მოჰყვეს ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რამაც შემდგომში შეიძლება შეზღუდვების აუცილებლობა გამოიწვიოს. სწორედ შემდგომი შესაძლო შეზღუდვების გამო ვუდგებით სიფრთხილით გახსნის პროცესს“,- აღნიშნა მაიაცქიტიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →