—

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციისთვის ინფრასტრუქტურა და სამედიცინო პერსონალი მზად არის

6
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციისთვის ინფრასტრუქტურა და სამედიცინო პერსონალი მზად არის
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მასობრივად დაწყებამდე, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა მზად, თუმცა, შემდეგ სიმძლავრეების გაზრდა იქნება…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მასობრივად დაწყებამდე, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა მზად, თუმცა, შემდეგ სიმძლავრეების გაზრდა იქნება საჭირო.

მისივე ინფორმაციით, უკვე გადაამზადეს ექიმები და ექთნები. როგორც გამყრელიძე განმარტავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 370-მდე პუნქტია, რომელიც, წლის განმავლობაში, რუტინული იმუნიზაციის ფარგლებში, მილიონამდე აცრა-ვიზიტს ატარებს.

„თუმცა, როგორც ვაქცინაციის გეგმაშია ასახული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელია 1 670 000 ადამიანი, ორჯერადად. იმისთვის, რომ მოსახლეობის 60% აიცრას, 3.9 მილიონი ვაქცინა გვჭირდება. როცა მასობრივი იმუნიზაციის კამპანია დაიწყება, ამისთვის საჭირო იქნება სიმძლავრეების გაზრდა. ეს ალბათ გაზაფხულზე იქნება, როცა მასობრივი კამპანია დაიწყება, მანამდე ინფრასტრუქტურა სერიოზულადაა მომზადებული, მზადაა ცივი ჯაჭვი და ექიმებიცა და ექთნებიც გადამზადებულები არიან", - განაცხადა გამყრელიძემ.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →