—

კომენდანტის საათის დროს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

10
კომენდანტის საათის დროს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში კომენდანტის საათის დროს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის საფარზე არსებულ ყინულზე მოცურდა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საცხოვრებელი კორპუსის მიშენების საყრდენ ძელებს შეეჯახა და რამდენიმე ძელი მოანგრია.

შეჯახების შედეგად დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

"შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა ქალა ტვინის ტრავმა. ჩაუტარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. შეფასდა სპეციალისტების მიერ და მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. რჩება კლინიკაში და აგრძელებს მკურნალობას",- განაცხადა კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულიები იყვნენ სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →