—

ამირან გამყრელიძე - პანდემიის დამარცხების გზა გადის გონივრულ შეზღუდვებზე, მასობრივ ვაქცინაციაზე, პირდაპირი მოქმედების წამლებსა და ვირუსის ბუნებრივად შესუსტებაზე

5
ამირან გამყრელიძე - პანდემიის დამარცხების გზა გადის გონივრულ შეზღუდვებზე, მასობრივ ვაქცინაციაზე, პირდაპირი მოქმედების წამლებსა და ვირუსის ბუნებრივად შესუსტებაზე
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროცენტული მაჩვენებელი იმისა, თუ მოსახლეობის რა ნაწილია თანახმა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს, მერყევია, რაც…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროცენტული მაჩვენებელი იმისა, თუ მოსახლეობის რა ნაწილია თანახმა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს, მერყევია, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობაა და ამასთან ერთად, მოსახლეობა ვაქცინაციის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული არ არის.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ დაასახელა ის ოთხი ძირითადი მიმართულება, რითაც პანდემიის დამარცხება შესაძლებელია.

„ყოველთვის მერყეობს ციფრები და ეს მხოლოდ კოვიდვაქცინაზე არ არის. მოგეხსენებათ, რომ ანტივაქსერული მოძრაობა მსოფლიოში და ჩვენთანაც არის ძალიან ძლიერი მოძრაობა. ჩემი აზრით, ამის ერთ ერთი მთავარი მიზეზი მაინც მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობაა. ამიტომ უნდა მოგვეხმაროთ, რადგან პანდემიის დამარცხების გზა სამ ან ოთხ მიმართულებაზე გადის: სწორი და დროულად დაწესებული გონივრული შეზღუდვები (ოქროს შუალედის ნახვა შეზღუდვებსა და ნაკლებ წნეხს შორის), მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია და მესამე ეგრეთ წოდებული პირდაპირი მოქმედების ანტიოვირუსული წამლების ხმარება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ წელში უკვე იქნება.

ასევე კიდევ ერთი გზა, რომელიც ალბათ განსახილველია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ვირუსი დაამთავრებს ეგრეთ წოდებულ, თავის ბიოლოგიურ ციკლს, ის გარკვეულწილად შესუსტდება და გადაიქცევა მთელი წლის განმავლობაში ან შედარებით სუსტ ვირუსად, ან სეზონურ ვირუსად, როგორიც არის გრიპის ვირუსი. მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი თეორიული მსჯელობის საგანია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →