—

მამუკა მდინარაძე - თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, 2-3 კვირაში გაცილებით რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვექნება და დაგვჭირდება მოხსნილი შეზღუდვების კვლავ აღდგენა

3
მამუკა მდინარაძე - თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, 2-3 კვირაში გაცილებით რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვექნება და დაგვჭირდება მოხსნილი შეზღუდვების კვლავ აღდგენა
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ შეზღუდვების განხორციელება საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის მარტივი არაა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არაა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი…

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ შეზღუდვების განხორციელება საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის მარტივი არაა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არაა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტარები საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული.

„ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროდ, არ ცხრება, მათ შორის სპეკულაციებიც, თუმცა, ჯანსაღი დისკუსიაც არის იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებულია შეზღუდვების ის ფორმები, თავისი პლუს-მინუსებით, რაც ქვეყანაშია და რომლის ეტაპობრივი მოხსნაც ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ შეზღუდვების განხორციელება საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის მარტივი არაა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არაა. არანაირი ბენეფიტი შეზღუდვას არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, იცავს ეკონომიკას. ჩვენ გვახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი-ორი თვის წინ, დღეში საშუალოდ 5000 შემთხვევა გვქონდა. ამას უმძიმესი შედეგები მოჰყვა. გვახსოვს გარდაცვალების მაჩვენებელი. ასევე, იყო პერიოდი, როცა ჯანდაცვის სისტემისთვის ურთულესი ხდებოდა გამკლავებოდა ამ უმძიმეს გამოწვევას. ჩვენ თანმიმდევრული ღონისძიებებით, შეზღუდვებით შევძელით რომ ეს ყველაფერი უმოკლეს დროში ყოფილიყო იმგვარი დინამიკის, რომ დღეს დაახლოებით 1000 შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →