—

ნინო წილოსანი - ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში საბოლოო პოზიცია არ ჩამოყალიბებულა, თუმცა, მსჯელობა არ გადაიდება, რადგან ვადები იწურება

32
ნინო წილოსანი - ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში საბოლოო პოზიცია არ ჩამოყალიბებულა, თუმცა, მსჯელობა არ გადაიდება, რადგან ვადები იწურება
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის - გუნდს ჯერ საბოლოო პოზიცია არ აქვს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების"…

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის - გუნდს ჯერ საბოლოო პოზიცია არ აქვს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების" დეპურატმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, აქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პარლამენტს შეემატება.

„უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს. თავდაპირველად მას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს და შემდეგ სესიაზე გავა. ამ თემაზე გუნდში საბოლოო შეჯერებული პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის. ერთის მხრივ, ძალიან სამართლიანი და ლოგიკურია, რომ პოლიტიკისები, რომლებიც საკუთარ უფლებამოსილებას არ ასრულებენ და უპასუხისმგებლოდ იქცევიან, იმსახურებენ, რომ უფლებამოსილება შეუწყდეთ და პარლამენტი დატოვონ, თუმცა მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი არ ჩანიშნულა. ასევე, ხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკოსები მოლაპარაკებებს ინდივიდუალურ რეჟიმში აწარმოებენ. გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი პარლამენტს შეემატებიან. გამომდინარე აქედან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს ობიექტური მოცემულობა. გიდასტურებთ, რომ ამ თემაზე გუნდში საბოლოო პოზიცია არ ჩამოყალიბებულა, თუმცა მსჯელობა არ გადაიდება, რადგან ვადები იწურება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →