—

მარნეულში ყაჩაღობისთვის 6 პირი დააკავეს

5
მარნეულში ყაჩაღობისთვის 6 პირი დააკავეს
მოსასმენად დააჭირეთ

სამართალდამცველებმა მარნეულში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. სოფელ ყიზილაჯლოში 18 იანვარს 6 პირი თავს დაესხა ჯართის მიმღები პუნქტის ტერიტრიაზე მდებარე ვაგონს და იქ მყოფ თანამშრომლებს. მათ 2000 ლარი, ორი მობილური…

სამართალდამცველებმა მარნეულში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. სოფელ ყიზილაჯლოში 18 იანვარს 6 პირი თავს დაესხა ჯართის მიმღები პუნქტის ტერიტრიაზე მდებარე ვაგონს და იქ მყოფ თანამშრომლებს. მათ 2000 ლარი, ორი მობილური ტელეფონი, ორი საათი და ვერცხლის ყელსაბამი გასტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელებმა დაზარალებულებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მეორე ვაგონში გადაიყვანეს და ჩაკეტეს, ის ვაგონი კი, რომელზეც თავდაპირველად განახორციელეს თავდასხმა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაწვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ეჭვმიტანილები დღეს დააკავეს. პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონები, დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვადასხვა ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →