—

ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია უკვე არის, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

5
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია უკვე არის, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს
მოსასმენად დააჭირეთ

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია უკვე არის, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის…

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია უკვე არის, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს შეზღუდვების მოხსნასთან მიმართებაში, ამიტომ, როცა რაღაცის შემსუბუქება მოხდება, აუცილებელია ორკვირიანი დაკვირვება, ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიყვება.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დეკემბრის 21-დან მოყოლებული, სერიოზული ვარდნაა ქვემოთ ინციდენტობის მაჩვენებლის. 11 იანვრიდან ეს გარკვეულად პლატოზეა გადასული, ანუ 11 იანვრიდან დღემდე, ბოლო 10 დღის განმავლობაში მკვეთრი ვარდნა ინციდენტობის უკვე აღარ არის. ამიტომ სტაბილიზაციისკენ ვართ. პრინციპში, უკვე არის სტაბილიზაცია ეპიდსიტუაციის ქვეყანაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ეს პლატო ჯერჯერობით, საკმაოდ, შედარებით მაღალ მაჩვენებელზე ჩერდება. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველა გახსნასთან მიმართებაში. ამიტომ, როცა რაღაცის შემსუბუქება მოხდება, აუცილებელია ორკვირიანი დაკვირვება, ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიყვება და ამის შემდეგ მეორე ეტაპი შემსუბუქების და ა.შ. საკოორდინაციო საბჭო შეთანხმდა, რომ ეპიდსიტუაციის მუდმივი მონიტორინგი საფუძველი უნდა იყოს ეტაპობრივი შემსუბუქებისა ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →