—

მარნეულში 20 იანვრის ტრაგედიის 31 წლისთავისადმი ღონისძიება გაიმართა

40
მარნეულში 20 იანვრის ტრაგედიის 31 წლისთავისადმი ღონისძიება გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

20 იანვრის მოწამეები გაიხსენეს საქართულოში მცხოვრებ აზერბაიჯანელების ინტეგრაციის ცენტრში.

Interpress.ge იუწყება, რომ ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფიკ ჰუმმატმა ღონისძიება 20 იანვრის წამებულთა წუთიერი დუმილით დაიწყო. შემდეგ მარნეულის ახუნდმა ჰაჯი ჰაჯიევმა წაიკითხა მოწამეთა სულებისთვის ლოცვები.

ღონისძიების დროს რ. ჰუმმატმა აღნიშნა, რომ 1990 წლის 20 იანვრის ღამეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ჯარები შევიდნენ აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და დაიღუპა და დაშავდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოშიც მოკლა ჩვენი მოქალაქეები.

ამრიგად, ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო 20 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებული ვიდეოები. ცენტრის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები პატრიოტიზმზე და 20 იანვრის დღესთან დაკავშირებით.

დაბოლოს, რაფიკ ჰუმმატმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ღონისძიებაზე დაესწრა.

”ჩვენი ქვეყნები უკვე გათავისუფლებულია. ჩვენი მოწამეები ტყუილად არ დაიღუპნენ. მსურს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც მალე გათავისუფლდეს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ყველაფერი გამოსწორდება. ”

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →