—

ქართველი მომღერლები არ მიიღებენ მონაწილეობას სომხების ღონისძიებაში

12
ქართველი მომღერლები არ მიიღებენ მონაწილეობას სომხების ღონისძიებაში
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკაში დაარსებულმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც საქრთველოშიც არსებობს ფილიალი, "დიპლომატიის მულტიდისციპლინურმა ინსტიტუტმა" გამოაცხადა ინფორმაცია, რომ 20 იანვარს გამართავს ონლაინ საქველმოქმედო კონცერტი…

ამერიკაში დაარსებულმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც საქრთველოშიც არსებობს ფილიალი, "დიპლომატიის მულტიდისციპლინურმა ინსტიტუტმა" გამოაცხადა ინფორმაცია, რომ 20 იანვარს გამართავს ონლაინ საქველმოქმედო კონცერტი, „არცახი საერთაშორისო სოლიდარობა“.

InterPress.ge იუწყება, რომ ინფორმაციის შესაბამისად, ღონისძიებიდან მიღებული თანხა გადაირიცხება "ჰაიასტანი" სომხეთის ფონდში და დაიხარჯება ეგრეთ წოდებული არცახის „ხალხზე“.

ორგანიზაციის ცნობით, კონცერტს ესწრებიან მომღერლები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. კონცერტის შესახებ განცხადება გასული კვირიდან ფეისბუქზე აქტიურად იქნა რეკლამირებული.

გუშინ ორგანიზაციამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა იმ მომღერლების სია საქართველოდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ქართველ მომღერალს ინფორმაცია არ აქვს საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ.

ამრიგად, თბილისში, მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ლეილა ალიევა დაუკავშირდა ამ სიაში შესულ მომღერლებს - სალომე კორკოტაშვილსა და სოფო ბათილაშვილს. მომღერლებმა განაცხადეს, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია კონცერტის შესახებ და უარყვეს ჭორები, რომ ისინი კონცერტს დაესწრებოდნენ.

მოგვიანებით, კორკოტაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის კონცერტს არ დაესწრება. ამ ინფორმაციის შემდეგ, მომღერლის სახელი კონცერტის აფიშიდან წაშალეს. სხვა მომღერლის ს. ბათილაშვილის სახელიც არ შეიტანეს განახლებულ სიაში. ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის გამო ქართველი მომღერალი ქეთათოც კონცერტს ვერ დაესწრება.

ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ირაკლი ჩარკვიანი, მეტსახელად "მეფე", ქართველი მომღერლების სიაში პირველ ადგილზეა. ამასთან, მომღერალი ირაკლი ჩარკვიანი გარდაცვლილია 2006 წლის თებერვალში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →