—

მიხეილ სარჯველაძე - ნაადრევია გამოთქმული ვარაუდები, რომ ერთ წელიწადში უმრავლესობა დაიშლება

7
მიხეილ სარჯველაძე - ნაადრევია გამოთქმული ვარაუდები, რომ ერთ წელიწადში უმრავლესობა დაიშლება
მოსასმენად დააჭირეთ

ვფიქრობ, საკუთარ თავში აღმოვაჩენთ ძალას, რომ ის მხარდაჭერა შევინარჩუნოთ, რაც ხალხმა "ქართული ოცნების" მიმართ გამოხატა - მათი ნდობის ვოტუმი მოიცავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" კვლავ მაღალი მხარდაჭერით ისარგებლოს, - ამის…

ვფიქრობ, საკუთარ თავში აღმოვაჩენთ ძალას, რომ ის მხარდაჭერა შევინარჩუნოთ, რაც ხალხმა "ქართული ოცნების" მიმართ გამოხატა - მათი ნდობის ვოტუმი მოიცავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" კვლავ მაღალი მხარდაჭერით ისარგებლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველიძემ განუცხადა.

"საკითხს მეც ასე ვუყურებ - პოლიტიკიდან ბიძინაnივანიშვილის წასვლა, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებისთვის" სერიოზული გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ნაადრევია გამოთქმული ვარაუდები იმის თაობაზე, რომ უახლოეს ერთ წელიწადში უმრავლესობა დაიშლება, განსხვავებული ფრაქციები ჩამოყალიბდება და ასე შემდეგ. ამ დროისთვის ამის წინაპირობები ნამდვილად არ არსებობს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საუბარია სწორედ ისეთ კონსოლიდაციაზე, რაც აუცილებელია, რომ გამოწვევებს ვუპასუხოთ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →