—

CO-თი ერთი ოჯახის 3 წევრი მოიწამლა.

13
CO-თი ერთი ოჯახის 3 წევრი მოიწამლა.
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში მე-7 მიკრორაიონში CO-თი ერთი ოჯახის 3 წევრი მოიწამლა.

InterPress.ge-ს ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შუახნის მამაკაცმა, მისმა 24 და 17 წლის შვილებმა მიიღეს.

"სუნი და მსგავსი რამე არ ყოფილა. ვბანაობდი და მაგ დროს გავხდი ცუდად. გამოვედი აბაზანიდან და ჩემს ძმას დავუძახე, რომ წნევა გაეზომა. წამალზე რომ გავუშვი, გონება დაკარგა. ორივე რომ ცუდად ვიყავით მაგ დროს მივხვდით, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. წამალი რომ მოჰქონდა ჩემს ძმას, მაგ დროს დავარდგა მეტლახზე, ხმაურზე სამზარეულოდან მამაჩემიც გამოვიდა. მანაც მითხრა, ხმაურზე მოვედი გონს, თორე მეც ვითიშებოდიო. სასწრაფოს გამოძახება მე მოვახერხე",- განაცხადა ელენე ფოჩხიძემ.

CO-თი მოწამლული სამივე პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

ამ დროისთვის ელენე და მამამისი ბინაზე არიან გაწერილები, ხოლო მისი არასრულწლოვანი ძმა, რომელმაც დავარდნის დროს მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →