—

ამირან გამყრელიძე - ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60 პროცენტზე, აქ იგულისხება 18 წელს ზემოთ მოქალაქეები, რადგან მათზე ვაქცინაციის კლინიკური კვლევები ჯერ არ არსებობს

20
ამირან გამყრელიძე - ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60 პროცენტზე, აქ იგულისხება 18 წელს ზემოთ მოქალაქეები, რადგან მათზე ვაქცინაციის კლინიკური კვლევები ჯერ არ არსებობს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე.

მისივე თქმით, დასახელებულ პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება ექნება. ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი.

„საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე და აქ განთავსებულ თითოეულ ვაქცინას ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება. როგორც კი „კოვაქსი“ დაიწყებს უკვე ვაქცინების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „კოვაქსზე“ არიან გაერთიანებული, ყველა ქვეყანას წლის განმავლობაში თანდათან მიაწვდის საჭირო ვაქცინების 20 პროცენტს. ჩვენთვის დათვლილია დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, მილიონ 400 ათასი დოზა. ვიდრე ყველა ქვეყანას 20 პროცენტი არ შეუსრულდება, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი. როდესაც ვამბობ მოსახლეობას, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კველევები ვაქცინაციისა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →