—

ლევან თარხნიშვილი - ალეკო ელისაშვილი იტყუება, და ნებსით თუ უნებლიეთ, „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს

19
ლევან თარხნიშვილი - ალეკო ელისაშვილი იტყუება, და ნებსით თუ უნებლიეთ, „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს
მოსასმენად დააჭირეთ

ბატონი ელისაშვილი იტყუება და ამ შემთხვევაშიც, ნებსით თუ უნებლიეთ, „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადება…

ბატონი ელისაშვილი იტყუება და ამ შემთხვევაშიც, ნებსით თუ უნებლიეთ, „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადება გიორგი რურუას საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, ყველამ კარგად იცის, ვის გამო იმყოფება გიორგი რურუა ციხეში.

„ეს არის აბსოლუტურად ბინძური თამაში და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვის გამო იმყოფება გიორგი რურუა, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრები, ციხეში. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურება. მე უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ კონკრეტულად გიორგი რურუას შემთხვევა გათვალისწინებული იყო ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაში და სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ წელიწად-ნახევრის წინ დაარღვია ეს შეთანხმება. ამის გადაბრალება ოპოზიციაზე არის უსინდისობა და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი უსინდისო განცხადება, რომელსაც ბატონი ელისაშვილი ავრცელებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ელისაშვილი ამ შემთხვევაშიც იტყუება და ნებსით თუ უნებლიეთ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს. ნებისმიერი ადამიანი და პიროვნება, ვინც შევა ამ პარლამენტში, ფაქტობრივად გაწევრიანდება „ქართულ ოცნებაში“ და არ იქნება არავითარი განსხვავება, რა დაერქმევა – „ევროპული სოციალისტები“, „გირჩის“ განაყოფი თუ „მოქალაქეები“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →