—

1 თებერვლიდან სავაჭრო სექტორი გაიხსნება - პაატა იმნაძე

18
1 თებერვლიდან სავაჭრო სექტორი გაიხსნება - პაატა იმნაძე
მოსასმენად დააჭირეთ

1 თებერვლიდან სავაჭრო სექტორი გაიხსნება - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. პაატა იმნაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და აღარ შეიცვლება, რადგან ბიზნესი რეგულაციებს კარგად…

1 თებერვლიდან სავაჭრო სექტორი გაიხსნება - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. პაატა იმნაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და აღარ შეიცვლება, რადგან ბიზნესი რეგულაციებს კარგად იცავს და ეს საახალწლოდ გახსნილი მოლების შემთხვევაშიც გამოჩნდა.

პირველი თებერვლიდან დაანონსებულია უკვე, რომ გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო... მთავრობა იძულებულია რაღაც შეზღუდვები დააწესოს, როცა არ ვიცავთ რაღაც წესებს, ან ბიზნესი არ იცავს წესებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ბიზნესი კარგად იცავდა, როცა საახალწლოდ გაიხსნა ვაჭრობა. დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა. ბიზნესი არის პასუხისმგებლობიანი, მოგვყვება ამაში”– ამბობს იმნაძე ფორმულასთან საუბრისას.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, იმნაძის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის .

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვები, რომელიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, მთავრობამ სრულად გაახანგრძლივა 1 თებერვლამდე.

(Mtavari tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →