—

გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

28
გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
მოსასმენად დააჭირეთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ, ორი მოქალაქე, ნავითა და ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა.

„სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 2,5 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქეებს უკანონოდ მოპოვებული თევზი, ნავი და შოკური აპარატი ჩამოართვეს და დალუქეს. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა, დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით უწყებაში მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. იგეგმება არსებული რეგულაციების გამკაცრებაც, რაც უკანონო თევზჭერის აღკვეთას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →