—

არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძეს აქვს ჩვენი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა

17
არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძეს აქვს ჩვენი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა
მოსასმენად დააჭირეთ

კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იყო შიდაპარტიული კონსულტაციები და პოლიტსაბჭომ ის თავმჯდომარის პოზიციაზე წარადგინა, ირაკლი კობახიძეს აქვს ჩვენი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის…

კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იყო შიდაპარტიული კონსულტაციები და პოლიტსაბჭომ ის თავმჯდომარის პოზიციაზე წარადგინა, ირაკლი კობახიძეს აქვს ჩვენი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენა არის კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

„ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, ვინც უკვე წლების განმავლობაში მონაწილეობს პარტიული ინფრასტრუქტურის შექმნაში. მას აქვს არაერთი არჩევნების კამპანიის მართვის გამოცდილება, არაერთ გამარჯვებაში აქვს პირადი წვლილი შეტანილი. ძალიან პრინციპული, განათლებული ადამიანია და ამიტომ ვფიქრობ, ის იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ღირსეული თავმჯდომარე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, პარტიის ახალი თავმჯდომარის დამტკიცებას 400 დელეგატის მხარდაჭერა სჭირდება.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →