—

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო კონკურსს აცხადებს

62
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო კონკურსს აცხადებს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო აცხადებს ნახატების და ესეების კონკურსს 20 იანვრის და 9 აპრილის მოვლენების შემდეგი წლისთავთან დაკავშირებით, რომლებიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხების მიერ დამოუკიდებლობისკენ…

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო აცხადებს ნახატების და ესეების კონკურსს 20 იანვრის და 9 აპრილის მოვლენების შემდეგი წლისთავთან დაკავშირებით, რომლებიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხების მიერ დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების გამოხატულებაა.

InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ საელჩოს პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

მათ, ვისაც აქვს ყველაზე კრეატიული ნახატები და ესეები ამ თემაზე და დაიკავებს პირველ სამ ადგილს დაჯილდოვდება საელჩოს მხრიდან.

"პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო,

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აცხადებს ნახატების და ესეების კონკურსს 20 იანვრის და 9 აპრილის მოვლენების მომდევნო წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხების მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების გამოვლინებაა. ამ თემაზე ყველაზე შემოქმედებითი ნამუშევრების მფლობელი 15 წლის ასაკის ზემოთ საქართველოს მოქალაქეები ორივე ნომინაციაში საელჩოს მხრიდან დაჯილდოვდებიან (პირველ სამეულზე გასულები).

კონკურსის შედეგები 2021 წლის 18 იანვარს გამოცხადდება.

კონკურსის შედეგების მიხედვით, პირველ სამეულზე გასული საქართველოს მოქალაქეები თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში ელჩი ფაიგ გულიევისა და საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მხრიდან დაჯილდოვდებიან.

გთხოვთ კონკურსში მონაწილე პირებმა ამ თემაზე შექმნილი ნამუშევრები საელჩოში (მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 4 ) წარადგინოთ, ასევე აზერბაიჯანულ, ან ქართულ ენაზე დაწერილი ესეების ავტორებმა 2021 წლის 17 იანვრამდე თავიანთი ნაშრომები საელჩოს [email protected]. მისამართზე გამოგზავნოთ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მსურველებმა გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საელჩოს ნომერზე (+995 32) 224-30-04",- აცხადებენ სამინისტროში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →